სიახლეები

შეხვედრა საკოორდინაციო ჯგუფთან


27 ოქტომბერი 2015 შეხვედრა საკოორდინაციო ჯგუფთან

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძე გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ტექნიკური მხარდაჭერით 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფს წევრებს შეხვდა.

საკორდინაციო ჯგუფი პასუხისმგებელია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს (N1325, 1820, 1888, 1889,1960) რეზოლუციების განხორციელებაზე.

ეროვნულ სამოქმედო გეგმის ვადა 2015 წლის დასასრულს იწურება, ამიტომ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო შესრულებული ვალდებულებების ანალიზსა და აქტივობების იდენტიფიცირებას. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიხედვით 2016-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ტექნიკურ და შინაარსობრივ მხარეებს. შეხვედრის დასასრულს, ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ აღნიშნულის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებსა და ვადებზე.

საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც 2015 წლის იანვრიდან სოფო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს, სამ თვეში ერთხელ იკრიბება და წარმოადგენს ანგარიშს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შესახებ. საკოორდინაციო ჯგუში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

უკან
დაწერე კომენტარი
˄