სიახლეები

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან


11 სექტემბერი 2015 შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით, დღეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განახლება/შემუშავების საკითხებზე და ამ პროცესებში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე, რომელიც  2 საათი გაგრძელდა, დაისახა ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს და არასამთავრობო სექტორს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსექტივები სამოქმედო გეგმის განახლების პროცესში. შეხვედრის დიდი ნაწილი დისკუსიას დაეთმო.

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, ამა წლის ივნისიდან, დაიწყო 2016-2017 წლებისთვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განახლება/შემუშავების პროცესი, რომლის ფარგლებშიც, მომზადდა სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსია, შემდგომი კონსულტაციებისა და სრულყოფისათვის.  ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014-2020) და მისი შესრულების სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014-2015),შესაბამისად პარლამენტისა და მთავრობის მიერ დამტკიცებულ იქნა 2014 წელს. 
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄