სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს


31 აგვისტო 2015 მთავრობის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში, ადამიანის უფლებების თემაზე, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 24-28 აგვისტოს ზუგდიდში, ქედის მუნიციპალიტეტსა და ბათუმში იმყოფებოდა.

საინფორმაციო შეხვედრების ძირითადი თემა იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რის შესახებაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

დისკუსიის ფარგლებში მოხდა იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა გათვალისწინება ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განახლების პროცესში აუცილებელია.

შეხვედრის მონაწილეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს. საკუთარ მოსაზრებებს ისინი წერილობითი ფორმით წარადგენენ, რაც სამთავრობო გეგმის განახლების პროცესში მათ აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა (2014-2020) და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) პოპულარიზაცია და ის საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის რეკომენდაციის შესაბამისად ხორციელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო ანალოგიური კამპანიას საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄