სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიას მართავს


20 აგვისტო 2015 მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიას მართავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიას მართავს.

ადამიანის უფლებებათა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, 12-15 აგვისტოს რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში იმყოფებოდა.

კამპანიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი თვითმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან. შეხვედრების მთავარი თემა იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები და სტანდარტები.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა (2014-2020) და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) პოპულარიზაცია და ის საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის რეკომენდაციის შესაბამისად ხორციელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო ანალოგიურ კამპანიას 24-28 აგვისტოს სამეგრელოსა და აჭარაში გამართავს, ხოლო წლის ბოლომდე - საქართველოს ყველა რეგიონში.

უკან
დაწერე კომენტარი
˄