სიახლეები

სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველთან


24 აპრილი 2015 სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველთან

საქართველოში მოქალაქეთა თავისუფლების ხარისხი გაზრდილია და ამაზე კონკრეტული ფაქტები მეტყველებს, - ეს განცხადება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა ომბუდსმენისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი მთავრობის საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2014-2015 წლებისთვის.

უკან
დაწერე კომენტარი
˄