სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელი შეხვედრა თომას ჰამარბერგთან


06 ივნისი 2014 საქართველოს პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელი შეხვედრა თომას ჰამარბერგთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამარბერგთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

მან მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა თომას ჰამარბერგს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოსადმი გაწეული დახმარებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამოქმედო გეგმის იმ დეტალებს, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄