სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა


19 ნოემბერი 2021 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და განსახილველი საკითხები შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებას და ახალი სამთავრობო სამოქმედო გეგმების გაწერას, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

ყურადღება ასევე დაეთმო სამომავლო კოორდინირებულ თანამშრომლობას, რომლის დროსაც, ბრიტანეთის ელჩმა დააფიქსირა მზაობა ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მიმართულებით.

უკან
დაწერე კომენტარი
˄