სიახლეები

მიმდინარე წლის 23 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის მე-20 შეხვედრა გაიმართა, სადაც წევრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა.


26 ნოემბერი 2021 მიმდინარე წლის 23 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის მე-20 შეხვედრა გაიმართა, სადაც წევრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა.

მიმდინარე წლის 23 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის მე-20 შეხვედრა გაიმართა, სადაც წევრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა.

კომისიის სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს 2018-2023 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიას, მიგრანტი, ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელ ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვას, გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფ მექანიზმებსა და გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრას, სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში გენდერული მეინსტრიმინგის უზრუნველყოფას და მართლმსაჯულებაზე თანაბარი წვდომის საკითხს. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე მსჯელობას.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიაში სახელმწიფო აქტიურად იქნება წარმოდგენილი.

უკან
დაწერე კომენტარი
˄