სიახლეები

2021 წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა


04 დეკემბერი 2021 2021 წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ.

შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა და მას უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის წევრები ფიზიკურად, ხოლო შშმ პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული მხარეები ონლაინ ესრებოდნენ.

სხდომის დასასრულს გაიმართა ინტენსიური დისკუსია, რომლის დროსაც გამოიკვეთა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც უწყებათაშორისი კომიტეტი სხვა საკითხებთან ერთად იმუშავებს.

უწყებათაშორისი კომიტეტის საქმიანობის შემდეგ ეტაპს წარმოადგენს კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტება, რომლის წევრებიც, მათ შორის, სწორედ შშმ პირები და შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი კომიტეტის შექმნის ვალდებულება საქართველოს 2014 წლიდან ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიკაცია განახორციელა.

უკან
დაწერე კომენტარი
˄