სიახლეები

საქართველოს მთავრობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი საკონსულტაციო საბჭოს წევრობის მსურველ სუბიექტებს იწვევს


10 დეკემბერი 2021

საქართველოს მთავრობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი იწვევს საკონსულტაციო საბჭოს წევრობის მსურველ სუბიექტებს  შესაბამისი განაცხადის და დოკუმენტაციის წარდგენის გზით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის №551 დადგენილებით და იგი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ  მექანიზმს. 

უწყებათაშორისი კომიტეტის დებულების მიხედვით, კომიტეტის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, შშმ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციათა და შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციათა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, კომიტეტთან იქმნება საკონსულტაციო საბჭო. 

წევრების შერჩევა ხდება საკონკურსო კომისიის მიერ, განაცხადის წარდგენის, მინიმალური ზღვრის გადალახვის საფუძველზე. განმცხადებელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მუშაობის/მოხალისეობის უწყვეტი მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი მასალა და სამოტივაციო წერილი. 

გთხოვთ, იხილოთ განაცხადის ფორმა და  შევსებული განაცხადი, შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მუშაობის/მოხალისეობის უწყვეტი მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი მასალა და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: humanrights@gov.ge მიმდინარე წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:

https://mega.nz/file/GAwBEY4K#6GOwBVCbH89nbIo9PtDuNStMlHfE4XhmmRDKKEEq1PI

უკან
დაწერე კომენტარი
˄