სიახლეები

გაეროს სპეციალური მომხსენებელი შშმ პირთა უფლებების შესახებ, ჯერარდ ქუინი საქართველოს მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას ულოცავს


10 დეკემბერი 2021

გაეროს სპეციალური მომხსენებელი შშმ პირთა უფლებების შესახებ, ჯერარდ ქუინი საქართველოს მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას ულოცავს.

სპეციალური ვიდეო-მიმართვა მომხსენებლმა მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომისთვის მოამზადა, სადაც იგი ყურადღებას ამახვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის პროცესში საკოორდინაციო მექანიზმის მნიშვნელობაზე და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის აღსრულებაზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის №551 დადგენილებით და იგი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ მექანიზმს. უწყებათაშორისი კომიტეტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციათა შორის, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის კომიტეტის რეკომენდაციების და ეროვნული ვალდებულებების შესრულებასა და კოორდინაციას.

უკან
დაწერე კომენტარი
˄