სიახლეები

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის მდივანს, ანდრეას კიეფერს შეხვდა


09 დეკემბერი 2021 საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის მდივანს, ანდრეას კიეფერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის მდივანს, ანდრეას კიეფერს შეხვდა.

შეხვედრა დაეთმო პროექტის "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" განხილვას, რომელსაც ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, დემოკრატიის გენერალური დირექტორატი და არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო ახორციელებენ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვას და, ამ მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას. ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობას.

პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობისა და ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები გააცნო. პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ კი აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის, ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების საკითხებზე კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობის გაძლიერება ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად განისაზღვრა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, მარიტე მორასი, პროექტის ოფიცერი, ჯულია ნასონი, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში - პროექტის უფროსი ოფიცერი, ნინო ცაგარეიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოს სპეციალისტი, გიორგი ბედოიძე.

უკან
დაწერე კომენტარი
˄