სიახლეები

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო


10 დეკემბერი 2021 საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა  მიიღო

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოში უთანასწორობის შემცირებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების საკითხები.

აღნიშნული ღონისძიება ევროპის საბჭოს მიმდინარე პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

პროექტი მიზნად ისახავს, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვას და, ამ მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას. ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობას.

ღონისძიების მიზანი იყო წარმოეჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და მრავალდონიანი მმართველობა მდგრადი და ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებისთვის, განსაკუთრებით კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისის შემდგომ პერიოდში. ამასთან, ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმა მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, თბილისის მერი, კახი კალაძე, საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით მელუა. ასევე, მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

საქართველოს პრემიერის მინისტრის მრჩეველმა დისკუსიისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს გადაკვეთის იმ წერტილს, სადაც ხელისუფლების ყველა შტო და დონე ვალდებულია შეასრულოს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული პრინციპები.

მან შეხვედრაზე დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობაში არსებული კოორდინაციის მექანიზმების შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მათ შორის, ადამიანის უფლებების საბჭოსა და გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებსა და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე სამი კომისიის საქმიანობის თაობაზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების ახალი ეროვნული სტრატეგიის მიღების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დოკუმენტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანთა თანასწორობის განმტკიცებას და დისკრიმინაციის ყველა ფორმის დაუშვებლობას, ასევე უმცირესობათა უფლებების დაცვას და მათი ჩართულობის გაზრდას სამოქალაქო ცხოვრებასა და სახელმწიფო მართვაში.

უკან
დაწერე კომენტარი
˄