სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და პირველი სხდომის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში წარადგინა


13 დეკემბერი 2021 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და პირველი სხდომის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და პირველი სხდომის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში წარადგინა.

სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობას, უწყებათაშორისი კომიტეტის მუშაობის სტრუქტურას და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ისაუბრა უწყებათაშორისი კომიტეტის სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ კომიტეტის საქმიანობის შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტება, რომლის წევრებიც, მათ შორის, შშმ პირები და შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.

უკან
დაწერე კომენტარი
˄