სიახლეები

გორის მუნიციპალიტეტში, შავშვების დევნილთა დასახლებაში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა


11 დეკემბერი 2021 გორის მუნიციპალიტეტში, შავშვების დევნილთა დასახლებაში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების ერთობლივი ღონისძიებით, გორის მუნიციპალიტეტში, შავშვების დევნილთა დასახლებაში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, მიმოხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული და მიმდინარე ღონისძიებები. ინტერაქტიულ ფორმატში განხილულ იქნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფორმები, სახელმწიფოსი არსებული რეაგირების სამართლერივი მექანიზმები და მოსახლეობაში უკვე დაგროვილი ცნობიერების და მისი ამაღლების საჭიროების საკითხები.

ადამიანის უფლებების სამდივნოს უფროსმა, მაკა ფერაძემ, სამდივნოს თანამშრომლებმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, ლია გიგაურმა, ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის/პოტენციური მსხვერპლის მხარდამჭერი სახელმწიფო სერვისების შესახებ და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პოლიტიკაზე და არსებულ პროგრამებზე.

შეხვედრა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისმა კომისიამ, რელევანტურ უწყებებთან და ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში არაერთი ღონისძიება განახორციელა.

უკან
დაწერე კომენტარი
˄