სიახლეები

2022 წლის 16-20 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) წარმომადგენლებს უმასპინძლა


27 მაისი 2022

2022 წლის 16-20 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) წარმომადგენლებს უმასპინძლა. დელეგაცია საქართველოს მონიტორინგის მეექვსე ციკლის ფარგლებში ესტუმრა.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც ახორციელებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მონიტორინგს, რითაც ადგილზე აანალიზებს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სახელმწიფოების მიერ მიღწეულ პროგრესს და იძლევა წინადადებებს გამოვლენილ პრობლემათა დაძლევისათვის.

ვიზიტის მიმდინარეობისას მონიტორინგის ჯგუფმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო უწყებებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და არასამთავრობო ორგანზიაციებთან. ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ჯგუფი შეიმუშავებს შეფასებისა და მონიტორინგის ანგარიშს და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციებს. აღნიშნული ანგარიში გამოქვეყნდება 2023 წელს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄