სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების განხილვის მიზნით თემატური შეხვედრა გაიმართა


11 მაისი 2022 მთავრობის ადმინისტრაციაში ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების განხილვის მიზნით თემატური შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 11 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების განხილვის მიზნით, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით, თემატური შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მიერ, აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იქნა მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და კოორდინაციის წესის პროექტი, რომლის მიზანია ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის უწყებათაშორისი სისტემის გამართული ფუნქციონირება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

უკან
დაწერე კომენტარი
˄