სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა


14 აპრილი 2022

მიმდინარე წლის 21 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა.

შეხვედრის მიზანს საქართველოში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველმყოფი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა, ძალადობაგამოვლილი ადამიანების შემდგომი რეაბილიტაციის საკითხები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და უმცირესობათა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გამოხატა სახელმწიფოს მხარდაჭერის სრული მზაობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და თანასწორობის მიღწევის პროცესში.

უკან
დაწერე კომენტარი
˄