სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებულთან საქართველოში, ხორხე ლუსინი სერანო დესთან, სამუშაო შეხვედრა გამართა


03 მაისი 2022

მიმდინარე წლის 3 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში (UPR) ესპანეთის მიერ, საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებულთან საქართველოში, ხორხე ლუსინი სერანო დესთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, დეტალურად იქნა მიმოხილული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. უმთავრესი ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს, მათ შორის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტის საქმიანობას.

განხილული საკითხები ასევე შეეხო გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფ მექანიზმებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, ძალადობაგამოვლილი ადამიანების გაძლიერების პროგრამებს, ბავშვთა უფლებებს, ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებულმა აღნიშნა საქართველოს მიერ გასული წლების განმავლობაში განხორციელებული პროგრესული რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და გამოხატა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

უკან
დაწერე კომენტარი
˄