გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით, თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
14 ივნისი 2022
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით, თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის 13 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იქნა ბავშვის უფლებათა კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება და განისაზღვრა სამომავლო ნაბიჯები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.