სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადამიანის უფლებათა დამცველ თომას ჰამარბერგს შეხვდა


03 დეკემბერი 2013 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადამიანის უფლებათა დამცველ თომას ჰამარბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა დამცველ თომას ჰამერბერგს შეხვდა.

შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით შემუშავებული მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც ძირითადად თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს დაეყრდნო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს თომას ჰამარბერგს გაწეული შრომატევადი სამუშაოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით საქართველო მალე ქმედით ნაბიჯს გადადგამს. მთავრობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄