სიახლეები

ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიდერლანდების სამეფოს ადამიანის უფლებათა ელჩს შეხვდა


28 ივნისი 2022 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიდერლანდების  სამეფოს ადამიანის უფლებათა ელჩს შეხვდა

მიმდინარე წლის 28 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი ნიდერლანდების  სამეფოს ადამიანის უფლებათა ელჩს, ბაჰია ტაზიბ-ლის, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს  და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში, ნიდერლანდების  სამეფოს ადამიანის უფლებათა ელჩმა, ბაჰია ტაზიბ-ლიმ საქართველოს მთავრობას მიულოცა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვან გზაზე, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს უკავია.

შეხვედრის განმავლობაში საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას, მათი შემუშავების პროცესსა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ინკლუზიას.

გარდა ამისა, შეხვედრის განმავლობაში განხილული იქნა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის, უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა მიმართულებით არსებული გამოწვევები.

მხარეებმა  ასევე, განიხილეს ის ბოლოდროინდელი მიღწევები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება.

ნიდერლანდების  სამეფოს ადამიანის უფლებათა ელჩმა დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და თანასწორობის მიღწევის პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა შეაფასეს ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა და გამოხატეს მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავების შესახებ.

 

უკან
დაწერე კომენტარი
˄