სიახლეები

ბავშვთა უფლებების დაცვასა და  რეალიზებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა


26 ივლისი 2022 ბავშვთა უფლებების დაცვასა და  რეალიზებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 26 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბავშვთა უფლებების დაცვასა და  რეალიზებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს  მუნიციპალიტეტების მიერ ბავშვის უფლებათა კოდექსისა და „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობა წარმოადგენდა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმზე, რომელიც შესაბამის სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ბავშვის შემთხვევის მართვის პროცესში უწყებათაშორის თანამშრომლობას  გააუმჯობესებს და ბავშვზე ორიენტირებული სერვისების ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს.

ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, დარგობრივი სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისკუსია გაიმართა სამხრეთ კავკასიაში ფრიდრიხ-ებერტის ფონდის (Friedrich-Ebert-Stiftung)  წარმომადგენლობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, რომლებიც ბავშვის უფლებებისა დაცვისა და სოციალური მუშაობის სფეროში რეფორმებს მრავალი წელია მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე, რომელიც შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით აქტიურად გაგრძელდება.

უკან
დაწერე კომენტარი
˄