სიახლეები

სამოქმედო გეგმების საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებით


29 ივლისი 2022 სამოქმედო გეგმების საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებთნ თანამშრომლობით, შემუშავდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმისა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიები.

აღნიშნული გეგმები შემუშავდა ,პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 დეკემბრის N629 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.  ამავე დადგენილების მე-11 დანართის შესაბამისად,  ეროვნული სამოქმედო გეგმების პროექტები, 2022 წლის 29 ივლისიდან - 13 აგვისტომდე ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ვებ.გვერდზე: www.myrights.gov.ge   

დაინტერესებულ პირებს, მითითებულ ვადაში, შესაძლებლობა აქვთ გეგმების პროექტებთან დაკავშირებული კომენტარები, რეკომენდაციები და წინადადებები წარადგინონ წერილობითი ფორმით ელ. ფოსტაზე humanrights@gov.ge  ან/და დაუკავშირდნენ ადამიანის უფლებათა სამდივნოს ნომერზე: 995 32 2990900, შემდეგ კი შიდა ნომერზე: 2339.

სამოქმედო გეგმების პროექტებში საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღებული უკუკავშირის ასახვა განხორციელდება ანალიზის საფუძველზე, რის შემდგომაც გაგრძელდება სამოქმედო გეგმების მთავრობის დადგენილებით დამტკიცების პროცედურა, რაც ითვალისწინებს აქტივობებზე პასუხისმგებელი უწყებების პოზიციების შეჯერებას და კონსესუსს.

იხილეთ შესაბამისი დოკუმენტები: AP 2022-2024

უკან
დაწერე კომენტარი
˄