სიახლეები

თემატური მოკვლევა “შშმ ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის შესახებ”


08 სექტემბერი 2022 თემატური მოკვლევა “შშმ ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის შესახებ”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა, მაკა ფერაძემ მიმდინარე წლის 1-2 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო  საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც თემატური მოკვლევის - “შშმ ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის შესახებ” - ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე გაიმართა მსჯელობა.  

თემატური მოკვლევა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, NDI საქართველოს მხარდაჭერით ჩატარდა და მის ფარგლებში შესწავლილ იქნა  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების ჩართულობის ხარისხი და ის ბარიერები, რომელიც ხელს უშლის მათი ჯანმრთელობის უფლების სრულყოფილ რეალიზაციას.

სამუშაო შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შესაბამისი წევრების ჩართულობით, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, განხილულ იქნა თემატური მოკვლევის რეკომენდაციების აღსრულების პირველადი შედეგები და გაიმართა მსჯელობა რეკომენდაციების შესრულების სტატუსთან დაკავშირებით.

თემატური მოკვლევის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელთან ერთადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს მუშაობასკვლევის მიგნებებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

უკან
დაწერე კომენტარი
˄