სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, მარკ დემესმაეკერთან და ჯგუფის წევრებთან  შეხვედრა გამართა


20 სექტემბერი 2022 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, მარკ დემესმაეკერთან და ჯგუფის წევრებთან  შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, მარკ დემესმაეკერთან და ჯგუფის წევრებთან  შეხვედრა გამართა. 


შეხვედრის განმავლობაში ნიკო თათულაშვილმა ჯგუფის წევრებს, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და მის ფარგლებში მოქმედი კომისიების ფუნქციონირებისა და როლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე, სამოქმედო გეგმებსა და ამავე დოკუმენტებით გათვალისწინებულ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე. 


შეხვედრის დასასრულს, ნიკო თათულაშვილმა ბელგიის სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრების შეკითხვებს უპასუხა და საქართველოში უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობისა და ამ უფლებათა რეალიზებისათვის სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

უკან
დაწერე კომენტარი
˄