სიახლეები

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა, მოხსენება წარადგინა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ


22 სექტემბერი 2022 საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა, მოხსენება წარადგინა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა, მოხსენება წარადგინა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის 10 თებერვალს ქალაქ ბრიუსელში გამართული ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდგომ მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. 

ნიკო თათულაშვილმა სხდომაზე დამსწრე წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების შესახებ. ამ მიმართულებით აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის, რომელიც მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთავრობის მოწონების შემდეგ დასამტკიცებლად გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს. 

განხილვის ფარგლებში ყურადღება დაეთმო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს, ბავშვთა უფლებებს, დისკრიმინაციის აკრძალვისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ეფექტური კოორდინაციის საკითხებს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄