სიახლეები

საქართველოს მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა


25 ოქტომბერი 2022 საქართველოს მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა  ( https://fb.watch/gvj53ApjC5/ ). 

გეგმების შემუშავების პროცესს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, კოორდინაციას უწევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ინტენსიურ სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ როგორც დარგობრივი სამინისტროები და მუნიციპალიტეტები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. 

უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების დამტკიცებული სამოქმედო გეგმა აერთიანებს მოქმედების 4 სფეროს: პირველი სფერო მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებს; მე-2 სფერო ეხება ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერისათვის აუცილებელ ღონისძიებებს;  მე-3 სფეროში გათვალისწინებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ზომები; ხოლო მე-4 სფერო ინტეგრირებული პოლიტიკის და მონაცემების შეგროვების საკითხებს ფარავს.

რაც შეეხება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმას, ის მოქმედების 3 სფეროს მოიცავს: მოქმედების I სფერო აერთიანებს ქალთა მონაწილეობის საკითხებს  მშვიდობისა და უსაფრთხოების  გაძლიერების პროცესებში; მოქმედების II სფერო ფარავს ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის ღონისძიებებს. ხოლო მოქმედების III სფერო ითვალისწინებს ქალთა გაძლიერებსა და დაცვისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.

თითოეული გეგმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5598617?publication=0 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022 – 2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5597108?publication=0

უკან
დაწერე კომენტარი
˄