სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოში ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის პარლამენტისა და ქალთა ფორუმის წევრებთან, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე საქართველოს გამოცდილების გაცნობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა


29 სექტემბერი 2022 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში,  საქართველოში ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის პარლამენტისა და ქალთა ფორუმის წევრებთან, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე საქართველოს გამოცდილების გაცნობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოში ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის პარლამენტისა და ქალთა ფორუმის წევრებთან, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე საქართველოს გამოცდილების გაცნობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის მოადგილემ, ელისო შონიამ დელეგაციის წევრებს გენდერული თანასწორობის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა გააცნო.

განსახილველმა საკითხებმა მოიცვა სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის სამართლებრივი მნიშვნელობა და რატიფიკაციის შემდგომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტები, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისები და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით უწყებათაშორისი კოორდინაციის მიმართულებები.

შეხვედრის მონაწილეებმა, დისკუსიის ფარგლებში, სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილისგან, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველმყოფ პოლიტიკის დოკუმენტებზე.

შეხვედრა განხორციელდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის თანაორგანიზებით.

უკან
დაწერე კომენტარი
˄