სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების სპეციალურ წარმომადგენელს, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა  და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა


02 ნოემბერი 2022 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების სპეციალურ წარმომადგენელს, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა  და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების სპეციალურ წარმომადგენელს, იააპ ფრედერიკს, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს,  ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა  და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ელჩსა და დელეგაციის სხვა წევრებს, ადამიანის უფლებებისა საბჭოსა და მის ფარგლებში მოქმედი კომისიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

შეხვედრის განმავლობაში ასევე, საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას, ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესსა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ინკლუზიას. 


გარდა ამისა, შეხვედრის განმავლობაში განხილული იქნა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის, უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა მიმართულებით არსებული გამოწვევები.

მხარეებმა  ასევე, განიხილეს ის ბოლოდროინდელი მიღწევები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება.


შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების შესახებ.

უკან
დაწერე კომენტარი
˄