სიახლეები

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 ნოემბერს დადგენილებით ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დაამტკიცა


14 ნოემბერი 2022

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 ნოემბერს დადგენილებით ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დაამტკიცა.

საქართველოს მთავრობის დადგენილების ძირითად მიზანს წარმოადგენს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციით, როდესაც მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება დანაშაულის ჩამდენი პირისგან, ან ანაზღაურდება ნაწილობრივ ამავე წესის შესაბამისად და დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილის (შვილების) დახმარება, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემით.

აღნიშნული წესი თანხვედრაშია საქართველოს მიერ რატიფიცირებულ ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს (ე.წ. სტამბოლის) კონვენციის ვალდებულებასთან და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც სახელმწიფოს უდგენს ვალდებულებას 2023 წლის პირველ იანვრამდე დაამტკიცოს მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და კომპენსაციის გაცემის წესი.

დადგენილება მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.

 

 

უკან
დაწერე კომენტარი
˄