სიახლეები

ეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა


22 ნოემბერი 2022 ეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა

20 ნოემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომას კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით, მოხსენებებით წარსდგნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი, გოგიტა თოდრაძე.

აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო საბჭო კომიტეტის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, შშმ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციათა და შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციათა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ღია მოწვევის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ დაკომპლექტდა.

სხდომის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობას და ინტენსიურ დისკუსიას, რომლის ფარგლებში საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა გამოკვეთეს გამოწვევები, რომელთა საპასუხოდაც სახელმწიფომ მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოლიტიკა უნდა გაატაროს. სამინისტროების და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ჩატარებულ თუ განსახორციელებელ საქმიანობაზე და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

სხდომას წინ უძღვოდა ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა რა დროსაც კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრების ჩართულობით, განხილულ იქნა შშმ პირთა უფლებთან დაკავშირებით გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის და ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და მისი გავლენა საქართველოში მოქმედ უფლების დაცვის მექანიზმებზე.

კომიტეტის სხდომა და სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ მრავალპარტნიორული მიზნობრივი ფონდის (UNPRPD), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.

უკან
დაწერე კომენტარი
˄