სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ტრენინგი გაიმართა


02 დეკემბერი 2022 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ტრენინგი გაიმართა. ტრენინგზე ძალადობის ცნება და სუბიექტები, ძალადობის რისკ-ფაქტორები და მახასიათებლები განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ძალადობის სახეების იდენტიფიცირებასა და ძალადობისაგან დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს (სტამბოლის) კონვენციის როლს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ კონვენციიდან გამომდინარე საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

ტრენინგის მიზანი სამინისტროს თანამშრომელთათვის ოჯახში ძალადობის პრობლემატიკის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

ცნობისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

უკან
დაწერე კომენტარი
˄