სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კომიტეტის მე-13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა


08 დეკემბერი 2022 პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კომიტეტის მე-13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კომიტეტის მე-13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, ქალაქ სტრასბურგში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) მხარეთა კომიტეტის მე-13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე განსახილველი მთავარი საკითხი კონვენციის წევრი ცხრა ქვეყნისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) მიერ გაცემული რეკომენდაციების მიმოხილვა და პრიორიტეტულად შესასრულებელი ღონისძიებების დამტკიცება იყო.

განხილვის პროცესში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების კუთხით განხორციელებული საქმიანობის, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში გაიცა რეკომენდაციები რუმინეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, გერმანიის, ესტონეთის, კვიპროსის, შვეიცარიის, ისლანდიის, ნორვეგიისა და საქართველოს მიმართ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ისლანდიის პრეზიდენტის და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით, გაიმართა მაღალი დონის კონფერენცია „კიბერსივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა კიბერ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები და მიღწევები განიხილეს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄