სიახლეები

2023 წლის 31 იანვარს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.


31 იანვარი 2023 2023 წლის 31 იანვარს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

2023 წლის 31 იანვარს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ კომისიის თამჯდომარე - მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი, მაკა ფერაძე და თანათავმჯდომარე - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჰიბრიდული ფორმატით. 

სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ბატონი ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი მიხეილ სარჯველაძე,  პარლამენტის  ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი დავით სერგეენკო.

ქალბატონმა ხათუნა თოთლაძემ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია სამინისტროს კოორდინაციით შემუშავებული გაეროს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 და მე-6 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების პროექტისა და სამოქალაქო სექტორის უკუკავშირის თაობაზე, რომლის შემდგომაც გაიმართა  დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

სხდომაზე ასევე განხილული იქნა საკითხი “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებაში ცვლილებების და სამართლებრივ სივრცესთან ჰარმონიზაციის საჭიროების საკითხი. სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები რეფერალურ მექანიზმთან დაკავშირებით და გამოხატეს მზადყოფნა დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე. 

კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება.

უკან
დაწერე კომენტარი
˄