სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებული ონლაინ სასწავლო კურსის პრეზენტაცია გაიმართა


20 დეკემბერი 2022 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებული ონლაინ სასწავლო კურსის  პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებული ონლაინ სასწავლო კურსის პრეზენტაცია გაიმართა.

,,ბიზნესი, ადამიანის უფლებები და ღირსეული შრომა საქართველოში'' არის დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც საერთაშორისო და ქართული კონტექსტიდან გამომდინარე მიზნად ისახავს პოტენციალის გაძლიერებას ბიზნესსა და ადამიანის უფლებებს შორის კავშირის დასადგენად.

შეხვედრას ესწრებოდა სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყების 15-ზე მეტი წარმომადგენელი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის, სახალხო დამცველის აპარატის, სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები.

კურსის მოდულები შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ტურინის სასწავლო ცენტრის სპეციალისტების მიერ და შედგება 4 მოდულისაგან: 1) ბიზნესისა და ადამიანის უფლებებისა და ღირსეული მუშაობის მიმოხილვა; (2) ბიზნესი და ადამიანის უფლებები საქართველოში; (3) ბიზნესი, ადამიანის უფლებები და შრომის საერთაშორისო სტანდარტები (ILS); (4) დაინტერესებული მხარეები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოში. მოდულების 100 პროცენტით დასრულების შემდეგ სისტემა მომხმარებლისთვის აგენერირებს სერტიფიკატს, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე.

კურსის გავლა შესაძლებელია უფასოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://myrights.gov.ge/.../1882-biznesi-adamianis...

მოცემული კურსი შემუშავდა „ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად“ პროექტის ფარგლებში დანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

უკან
დაწერე კომენტარი
˄