სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის“ საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა


21 დეკემბერი 2022 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის“ საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის“ საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ღია დისკუსიის ფორმატში, საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე და მათგან მოისმინა რეკომენდაციები.

შეხვედრას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები კონკრეტული მიმართულების პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან, სამომავლოდ აქტიურად გაგრძელდება, ვინაიდან მნიშვნელოვანია საბჭოს წევრებს ჰქონდეთ პირდაპირი შესაძლებლობა ჩაერთონ სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვის პროცესში.

საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მოუსმინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ეკატერინე მეშველიანს, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია სამინისტროს შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და მიმოიხილა ახალი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ეფექტური იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში გასაწერი მიზნებისა და ამოცანების შესახებ დეტალურ დისკუსიას. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს უწყებების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმებზე და განსაკუთრებული აქცენტი დაეთმო მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საბჭოს წევრები წარადგენენ რეკომენდაციებს და მოსაზრებებს სამოქმედო გეგმაში გასაწერი ვალდებულებების შესახებ.

უკან
დაწერე კომენტარი
˄