სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა


22 დეკემბერი 2022 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, 22 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ნიკო თათულაშვილი უძღვებოდა. კომისიის სხდომას ასევე ხელმძღვანელობდა კომისიის თანათავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი

კომისიის სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წინაშე საქართველოს ანგარიშგებასთან დაკავშირებით.

სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შემუშავებას (ეროვნულ რეფერალურ მექანიზმს). სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები რეფერალურ მექანიზმთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა აღნიშნული დოკუმენტის მიღებისა და აღსრულების კუთხით.

უკან
დაწერე კომენტარი
˄