სიახლეები

საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარა კარიმთან და ამავე კომიტეტის მომხსენებელ იოჰან ბიუზერთან შეხვედრა გაიმართა


12 იანვარი 2023 საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარა კარიმთან და ამავე კომიტეტის მომხსენებელ იოჰან ბიუზერთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე წლის 12 იანვარს გაიმართა შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ, ნიკო თათულაშვილსა და საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარა კარიმთან და ამავე კომიტეტის მომხსენებელ იოჰან ბიუზერს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის, დამტკიცებული სამთავრობო სამოქმედო გეგმები „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა“, ასევე „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა“. სხვა საკითხებთან ერთად, მსჯელობა შეეხო გენდერულ თანასწორობას, უმცირესობათა უფლებებს, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებს.

ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს იმ აქტივობების დაგეგმვა, რომელიც განხორციელდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში როგორც ზამთრის, ასევე ყოველწლიურ სესიებზე.

უკან
დაწერე კომენტარი
˄