სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე წლის 24 იანვარს გაიმართა შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან


25 იანვარი 2023 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე წლის 24 იანვარს გაიმართა შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე წლის 24 იანვარს გაიმართა შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ნიკო თათულაშვილი და ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი მაკა ფერაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს გასული წლის მუშაობის შედეგები ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით და დაგეგმეს მიმდინარე და სამომავლო აქტივობები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული თანასწორობის განმტკიცებას, ბავშვთა მიმართ საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრას, რეპროდუქციული საკითხების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, მშობლობის ინსტიტუტის გაძლიერებას, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურ კოორდინაციას.

წლის დასაწყისში მსგავსი შეხვედრები გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ემსახურება. შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებისკენ შეთანხმდნენ.

უკან
დაწერე კომენტარი
˄