სიახლეები

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წწ.) პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა


03 თებერვალი 2023 საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წწ.) პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წწ.) პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა.

2023 წლის 3 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ონლაინ ფორმატის საკოორდინაციო შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ნიკო თათულაშვილი და ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი, მაკა ფერაძე უძღვებოდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას ნიკო თათულაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე, ვადებსა და მოდალობებზე ისაუბრა, რასაც მოჰყვა დისკუსიის ნაწილი დამსწრე საზოგადოებასთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №143 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უწყებების, ასევე, საერთაშორისო/დონორი ორგანაზაციებისა და 80-მდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულს, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას და სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაზე მათი უკუკავშირისათვის კონკრეტულ ვადებზე მოხდა შეთანხმება.

უკან
დაწერე კომენტარი
˄