სიახლეები

2023 წლის 8 თებერვალს, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა განიხილა „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის", საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოს მიერ წარდგენილი სახელმწიფო ანგარიში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით მომზადდა


09 თებერვალი 2023 2023 წლის 8 თებერვალს, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა განიხილა „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის

2023 წლის 8 თებერვალს, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა განიხილა „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის", საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოს მიერ წარდგენილი სახელმწიფო ანგარიში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით მომზადდა.

განხილვაში მონაწილე უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი.

სხდომის დასაწყისში, დელეგაციის ხელმძღვანელმა წარადგინა ინფორმაცია კონვენციასთან დაახლოების მიზნით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ეროვნული მექანიზმების, არსებული სერვისების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

განხილვა წარიმართა დიალოგის რეჟიმში. საქართველოს დელეგაციამ, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე, რომელიც მოიცავდა საკითხთა ფართო სპექტრს.

აღსანიშნავია, რომ ალტერნატიული ანგარიშები წარდგენილ იქნა საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას ღიაობისა და ჩართულობისათვის, ასევე კონსტრუქციული და პროდუქტიული დიალოგისათვის. მათი მხრიდან დადებითად შეფასდა ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები.

ამასთანავე, აღინიშნა, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს გაუმჯობესებას. „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად სახელმწიფოს მე-6 პერიოდული ანგარიში მომზადდა აღმასრულებელი, საკანონმდებლო სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით და იგი კომიტეტს წარედგინა 2020 წლის 23 ნოემბერს.

განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციები აისახება შესაბამის ეროვნულ სამოქმედო გეგმებში.

უკან
დაწერე კომენტარი
˄