სიახლეები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტში, ბავშვთა სერვისების გაძლიერების საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა


20 თებერვალი 2023 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტში, ბავშვთა სერვისების გაძლიერების საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წლის 20 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია DDA-ს თანაორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტში, ბავშვთა სერვისების გაძლიერების საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ფიზიკური სახით ესწრებოდნენ როგორც სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და ბავშვები. შეხვედრას ასევე, ონლაინ ფორმატში ესწრებოდა 500-მდე ბავშვი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი.

შეხვედრის განმავლობაში, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრმა, სოფო კილაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა, პროექტში ჩართული თემატური სამინისტროების მინისტრის მოადგილეებმა და სხვა პირებმა. შეხვედრის განმავლობაში, ონლაინ ფორმატში, მონაწილეებს ასევე, სიტყვით მიმართა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიკიკო ოტანმა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, მთავრობის ადმინისტრაციისა და UNICEF-ის კოორდინირებული თანამშრომლობით, 2022 წელს შემუშავებული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის წესის დამტკიცების შესახებ”. აღნიშნული წესის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სისტემის გამართული, კოორდინირებული ფუნქციონირება. კოორდინაციის პროცედურებისთვის მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის მისაცემად შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა და კანონქვემდებარე აქტის პროექტები. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი და სხვა ინიციატორი დეპუტატების მიერ. შემუშავებული ცვლილებების პრაქტიკაში დასანერგად პროექტი საპილოტე რეჟიმში წარმატებით განხორციელდა 3 (სამ) მუნიციპალიტეტში (თბილისი, ქუთაისი, ბოლნისი).

სწორედ ზემოაღნიშნული და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ემსახურებოდა 20 თებერვალს გამართული შეხვედრა.

უკან
დაწერე კომენტარი
˄