სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში მოლდოვის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა


05 აპრილი 2023 მთავრობის ადმინისტრაციაში მოლდოვის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 5 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციაში მოლდოვის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

მიმდინარე წლის 5 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა, მაკა ფერაძემ, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების და ევროპის საბჭოს მოლდოვის ოფისის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრის დასაწყისში, სტუმრებს დეტალური ინფორმაცია წარედგინათ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმების შესახებ. სამდივნოს უფროსმა, ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა ეროვნულ სამოქმედო გეგმებზე.

ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან დაახლოების მიზნით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ეროვნული მექანიზმების, არსებული სერვისების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებებზე.

დასასრულს, მაკა ფერაძემ, მოლდოვის დელეგაციის წევრების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა უფლებების გაძლიერება პრიორიტეტული საკითხია ხელისუფლების სამივე შტოსთვის, რაც გარკვეულ წილად განპირობებულია „სტამბოლის“ კონვენციასთან მიერთებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ნებაყოფლობით პლატფორმებზე აღებული ვალდებულებებით.

 

 

 

უკან
დაწერე კომენტარი
˄