სიახლეები

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC Georgia) და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა


15 მაისი 2023 საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC Georgia) და

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC Georgia) და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა შშმ პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობების განვითარების მიზნით განხორციელებული პროგრამის -,,შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნული მიმართულებით, საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.

მსჯელობა შეეხო დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების დაარსების გამოცდილებასა და მომსახურების სტანდარტებს. აღინიშნა, რომ დამოუკიედბელი ცხოვრების ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ მშობლებს სხვადასხვა სახის სამართლებრივ თუ სოციალურ მომსახურებას შესთავაზებს, მათ შორის საჭიროებების რეფერალს და იურიდიულ დახმარებას. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს - ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი და ლაგოდეხი წარმოადგენენ.

სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე განხილულ იქნა შშმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმები და შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო 2023 წლის 9-10 მარტს, ქ. ჟენევაში, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირველი ანგარიშის განხილვას და შესაბამის რეკომენდაციებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

 

 

უკან
დაწერე კომენტარი
˄