სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-16 სესიას დაესწრო


16 ივნისი 2023 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-16 სესიას დაესწრო

მიმდინარე წლის 13-15 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-16 სესიას დაესწრო. 

ღონისძიება ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა, სადაც სახელმწიფო დელეგაციის ფარგლებში, ასევე გაემგზავრნენ საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი.

 CRPD კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია წარმოადგენს უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმას, სადაც მონაწილე სახელმწიფოები რეგულარულად იკრიბებიან ხელშემკვრელ მხარეთა მიერ კონვენციის იმპლემენტაციისა და აღსრულების საკითხების განსახილველად. კონფერენციაზე სახელმწიფოები აზიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას და გატარებულ რეფორმებს. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პარალელური მაღალი წარმომადგენლობის შეხვედრები გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გერტრუდა ოფორივა ფეფოამიდასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სპეციალურ მრჩეველთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში, სარა მინკარასთან, შრი-ლანკას სოციალური დაცვის სახელმწიფო მინისტრთან, ანუპა პასკუალისთან, პოლონეთის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან, დავით ბაქრაძესთან ერთად, სპეციალური მიწვევით ასევე იმყოფებოდნენ საუდის არაბეთის დელეგაციის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ შეხვედრაზე.

უკან
დაწერე კომენტარი
˄