სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია/მრგვალი მაგიდა საქართველოში ადამიანის უფლებების აქტუალურ საკითხებზე


06 ივნისი 2023 საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია/მრგვალი მაგიდა საქართველოში ადამიანის უფლებების აქტუალურ საკითხებზე

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია/მრგვალი მაგიდა საქართველოში ადამიანის უფლებების აქტუალურ საკითხებზე. ღონისძიება ჩატარდა მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.

დისკუსიის პროცესში განხილული იქნა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენები, არსებული გამოწვევები, ასევე ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ნიკო თათულაშვილის მხრიდან ხაზი გაესვა ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.

დისკუსიაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაჟღერდა წუხილები ცენტრალურ ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის ნდობის პრობლემასთან დაკავშირებით.

ყურადღება გამახვილდა პოლიტიკის შემუშავების პროცესში ინკლუზიურობისა და სისტემური მიდგომის საჭიროებაზე, თანამშრომლობის ეფექტიანი გზების დასახვის აუცილებლობაზე, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების სათანადოდ ასახვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მადლობა გადაუხადა დისკუსიის მონაწილეებს და გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის ამაღლებას და თანამშრომლობის გაღრმავებას.

უკან
დაწერე კომენტარი
˄