სიახლეები

ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო სკოლის მკვლევრებთან შეხვედრა გაიმართა


16 ივნისი 2023 ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო სკოლის მკვლევრებთან შეხვედრა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო სკოლის მკვლევრებთან შეხვედრა გაიმართა.  ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა, მაკა ფერაძემ და მოადგილემ, ელისო შონიამ სტუმრებს სამდივნოს მუშაობის ძირითადი მიმართულებები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნეს. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ უწყებათაშორის პლატფორმებზე და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაციას და აღსრულების მონიტორინგს. საუბარი შეეხო ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.  

ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო სკოლის გლობალური პერსპექტივების რეზიდენტურის პროგრამის 15 მკვლევარი ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

უკან
დაწერე კომენტარი
˄