პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლება დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს შეხვდა.
შეხვედრაზე ნიკო თათულაშვილმა ახალ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებების კუთხით მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე. მრჩეველმა ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ახლადშექმნილი დეპარტამენტის მანდატზე, მიმდინარე მუშაობასა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მიღწეულ პროგრესს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.