Geo | Eng

ღონისძიებები

4 დეკემბერი - ეროვნული კვლევის პრეზენტაცია „ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა“ შესახებ (ab)

4 დეკემბერი - ეროვნული კვლევის პრეზენტაცია „ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა“ შესახებ (ab)

4 დეკემბერს, 09:30 სთ-ზე სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია“ (მის: თბილისი, ვარდების მოედანი №1) გაიმართება ეროვნული კვლევის პრეზენტაცია „ბიზნესისა და ადამიანის უფლებების“ შესახებ. 

პრეზენტაციაზე საუბარი იქნება იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც კვლევის შედეგად ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში იქნა გამოვლენილი. პრეზენტაცია მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: შრომითი უფლებები, ვაჭრობა, ინვესტიციები და ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, პირად მონაცემთა დაცვა, ანტიკორუფციისა და კომპენსაციის საკითხები. 

კვლევა 2017 წელს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ინიციატივით, სახალხო დამცველის აპარატსა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CIDA) თანამშრომლობითა და დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მხარდაჭერით მომზადდა. კვლევის პრეზენტაცია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ აქტიური თანამშრომლობით იმართება.

ღონისძიებას ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, ნატალია ჯალიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, შომბი შარპი, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში, ივონ გოგოლი, საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი, გახსნიან. 

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.




˄